Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
№   13/29 - 1
2.07.2014
                                                                                                                                                           ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის  (რექტორის ბრძანება №79/01–01, 5.06.2014)  და ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №80/01–01, 5.06.2014 ) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
•    კანცელარიის უფროსი - ეთერ გიგაური.
•    კანცელარიის უფროსი სპეციალისტი - სოფიო ოდიშარია.
2.    დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2014 წლის 7 ივლისიდან 2014 წლის 17 ივლისის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13,  უნივერსიტეტის XI კორპუსი, ოთახი №428, ხოლო   2014 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 25 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი,  ოთახი №310, საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00სთ.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დეკანის მოვალეობის შემსრულებელი,
ასოც. პროფესორი                              მ. ჩავლეიშვილი